საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ქედაში

26 მაისი 2024, 17:15 707 ნახვა

დამოუკიდებლობის დღე ქედაში სხვადასხვა აქტივობებით აღნიშნეს. ტრადიციულად, დღის აღნიშვნა ყადირ შერვაშიძის, დამოუკიდებლობის აქტზე ხელისმომწერის ბიუსტის, ყვავილებით შემკობით დაიწყო.

აჟღერდა სახელმწიფო ჰიმნი. 26 მაისის სკვერიდან მოხალისეებმა მსვლელობით, დროშებით ხელში, დაბა ქედის ცენტრალური ნაწილისკენ გადაინაცვლეს. გაიმართა ფლეშმობი, სადაც  ადგილობრივმა ანსამბლებმა ქართული ტრადიციული ცეკვა შეასრულეს.

გაიმართა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა- გაყიდვა. დღის მეორე ნაწილში  კონცერტი გაიმართა, სადაც ადგილობრივი ფოლკლორული  და ქორეოგრაფიული ჯგუფები მონაწილეობდნენ.

ამ დღესთან დაკავშირებით, დაბა ქედის ქუჩები საქართველოს დროშებით, ბუშტებითა და სხვადასხვა დეკორაციებით მოირთო.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში