NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ბიურო აცხადებს, რომ ეს კანონი უკან გადადგმული ნაბიჯია საქართველოს დემოკრატიისთვის და ეწინააღმდეგება მის მისწრაფებებს NATO-სა და ევროკავშირში.
„თუ მთავრობას და პარლამენტს სურთ აჩვენონ საქართველოს მზადყოფნა ნატოში გაწევრიანებისთვის, ისინი უნდა დაბრუნდნენ დემოკრატიული რეფორმებისა და დემოკრატიული კონსოლიდაციის გზაზე. ეს კანონი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, უნდა გაუქმდეს'' - ნათქვამია NTAO-ს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს განცხადებაში, რომლის ავტორები მიიჩნევენ, რომ საქართველო გზაგასაყარზე იმყოფება.