ვულოცავთ ჩვენს მეზობელ და სტრატეგიულ პატნიორ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, გაუმარჯოს საქართველოს - თურქეთის საგარეო უწყება

26 მაისი 2024, 16:57 400 ნახვა

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

26 მაისთან დაკავშირებით თურქეთის საგარეო უწყება სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„ვულოცავთ ჩვენს მეზობელ და სტრატეგიულ პატნიორ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გაუმარჯოს საქართველოს!“, – ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მილოცვაში.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სტამბოლის ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული მონუმენტი „ქიზ ქულესი“ საქართველოს დროშის ფერებში განათდა. ინფორმაციას სტამბოლში საქართველოს საკონსულო ავრცელებს.

საკონსულო სოციალურ ქსელში შესაბამის ფოტოებსაც აქვეყნებს.

ანკარაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საქართველოს დროშის ფერებით განათდა ანკარის ერთ-ერთი სიმბოლო, „ტყუპებად“ წოდებული თურქეთის პალატებისა და ბირჟების გაერთიანების TOBB შენობა.

„ქალაქ ანკარაში, საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საქართველოს დროშის ფერებით განათდა ანკარის ერთ-ერთი სიმბოლო – „ტყუპებად“ წოდებული თურქეთის პალატებისა და ბირჟების გაერთიანების TOBB შენობა“, – ნათქვამია საქართველოს დიპლომატიური მისიების ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი