სიტყვით გამოსვლები

26 მაისი 2024, 14:09 204 ნახვა

ახალწვეულების ფიცი ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა ჩაიბარა. პრეზიდენტმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა. ვრცელ სიტყვაში სალომე ზურაბიშვილმა მწვავედ გააკრიტიკა ხელისუფლება.

პრეზიდენტმა პირდაპირ თქვა, რომ მომავალი არჩევნები 91 წლის რეფერენდუმის მნიშვნელობისაა და რომ საზოგადოებამ არჩევნებით უნდა უპასუხოს ახალგაზრდების, და არა მხოლოდ მათ მოლოდინს. ბევრი ილაპარაკა რუსეთზე, როგორც მტერზე და ევროპაზე, როგორც მთავარ მოკავშირეზე. მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მშვიდობიანი განვითარების აუცილებლობაზეც ისაუბრა.

მისი თქმით, ვითარებიდან გამოსავალი ვერ იქნება რევოლუციები, სახელმწიფო გადატრიალება და, ზოგადად, დესტაბილიზაციის გზა. კრიტიკული იყო პრემიერიც.  ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტს კვლავ „ღალატში“ დასდო ბრალი და თქვა, რომ საქართველომ 2004-12 წლებში, - „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, - „ფაქტობრივი დამოუკიდებლობის დაკარგვა“ და „აგენტურის მმართველობა“ გამოიარა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში