ევროკავშირის წარმომადგენლობის მილოცვა

26 მაისი 2024, 11:51 297 ნახვა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს საქართველოში ევროკავშირის დელეგაცია. სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის აღნიშვნასთან ერთად, საქართველო ასევე პატივს მიაგებს მათ მემკვიდრეობას და თავდადებას, ვინც მიისწრაფოდა ამ დღისკენ.

„ევროკავშირი რჩება საქართველოს დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი. წინ საქართველო“ - წერია საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში