სახალხო დამცველი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

26 მაისი 2024, 10:40 361 ნახვა

საქართველოს სახალხო დამცველი და სახალხო დამცველის აპარატი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა.

 

დამოუკიდებლობის დეკლარაციით საქართველომ 1918 წლის, 26 მაისს გამოხატა მისწრაფება, იყოს დემოკრატიული, სამართლებრივი, ადამიანის უფლებების დაცვაზე დაფუძნებული სახელმწიფო, რომელიც „თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს, განურჩევლად ეროვნებისა და სქესისა“, სადაც ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია და აკრძალულია დისკრიმინაცია.

 

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის აპარატი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს საქართველოს მოსახლეობას, მადლობას უხდის და პატივს მიაგებს იმ ადამიანთა ხსოვნას, ვისი თავდადებით, დაუღალავი შრომითა და ბრძოლით მოვიპოვეთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა”, - წერია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი