ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მოდერნიზებული მარშრუტით პირველი სატვირთო მატარებელი თურქეთში ჩავიდა

25 მაისი 2024, 15:35 767 ნახვა

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მოდერნიზებული მარშრუტით პირველი სატვირთო მატარებელი თურქეთში ჩავიდა.

მატარებელმა ბაქოდან ყარსში 20 კონტეინერში ჩატვირთული 632 ტონა პლასტმასის ნედლეული ჩაიტანა.

მატარებელი ყარსის სადგურზე ადგილობრივი დროით 04:50 საათზე ჩავიდა, საიდანაც შესაბამისი საბაჟო შემოწმების შემდეგ ლოგისტიკურ ცენტრში გადაიყვანეს.

თურქული მედია წერს, რომ რკინიგზის საქართველოს მონაკვეთის 184 კმ-ის მოდერნიზაციასა და გაფართოებაზე მუშაობა, 2023 წლის, მაისიდან მიმდინარეობს და მიმდინარე წლის, 20 მაისს დასრულდა. სარკინიგზო მაგისტრალი 2017 წლის 30 ოქტომბერს ამოქმედდა.

ბაქო-თბილისი-ყარსის სიგრძე 829 კმ-ია, საიდანაც 504 კმ გადის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, 246 კმ საქართველოზე, ხოლო - 79 კმ თურქეთზე.

თურქული მედიის ინფორმაციით, ახალმა გზამ შესაძლებელი გახადა, საქონლის მიწოდების დრო, აზიასა და ევროპას შორის 15 დღემდე შემცირებულიყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი