რა იგეგმება ბათუმში - 26 მაისის ღონისძიებები

25 მაისი 2024, 12:03 1270 ნახვა

ერთად ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე! საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ხვალ ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე საზეიმო ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გაიმართება.

დაგეგმილია კონცერტები, მოეწყობა ქართულ-ხალხური კუთხეები და ღვინის დეგუსტაცია, ბათუმელი მეწარმეების გამოფენა.

ასევე საბავშვო, შემეცნებითი და სპორტული აქტივობები. ტრადიციულად 17 საათსა და 10 წუთზე აჟღერდება საქართველოს ჰიმნი. ღონისძიებები გალა კონცერტით დასრულდება.

დაგეგმილია: დილიდან საღამოს 18:00-მდე - სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების გამოფენა 12:00 - საათიდან კი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო კუთხეში ასევე 12:00 საათიდან ელოდებიან პატარებს. 

13 საათიდან კი სხვადასხვა ჯგუფები ბენდები და სოლო შემსრულებლები დაიკავებენ სცენას, შესრულდება საქართველოს ჰიმნიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი