მოსწავლეთა კინოფესტივალი ''ცა მეტი''

25 მაისი 2024, 10:59 258 ნახვა

მოსწავლეთა კინოფესტივალის “ცა მეტი“ დასრულდა. დაჯილდოვების ცერემონია ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართა. საზეიმო ღონისძიებაზე გამოვლინდა სხვადასხვა ნომინაციაში წარდგენილი ფილმები და საუკეთესო ნამუშევრები. კინოფესტივალში 12 საჯარო და კერძო სკოლა მონაწილეობდა, რომლებმაც მათთვის საინტერესო და აქტუალურ თემატიკაზე დაახლოებით 40 ფილმი გადაიღეს.

კინოფესტივალი პრაქტიკულად მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ის მოიცავდა იდეების გამოვლენიდან უკვე გადაღებული ფილმების განხილვების ჩათვლით პროცესს. მოსწავლეთა კინოფესტივალი “ცა მეტი“ სკოლა-ლიცეუმ მასტერკლასის ორგანიზებით ტარდება.

ფესტივალი პირველად 12 წლის წინ გაიმართა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ წელს განახლდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში