სოზარ სუბარის ღია წერილი ენტონი ბლინკენს

23 მაისი 2024, 14:38 447 ნახვა

"ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, უმრავლესობის დეპუტატი სოზარ სუბარი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს ღია წერილით მიმართავს.

როგორც სუბარი წერს, "გამჭვირვალობის კანონი სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს ხელისუფლების თავდაცვა თქვენი ადმინისტრაციის გაუაზრებელი თავდასხმებისგან".

სუბარი აშშ-ს სახელმწიფო მდივანს მიმართავს, რომ “ლგბტ პროპაგანდის ავანგარდში მყოფი უმაღლესი თანამდებობის პირისგან არაფერი მოულოდნელი აღარ არის“ და როგორც აღნიშნავს, “ჩვენს ქვეყანაში კაცი კაცია, ქალი - ქალი, დედას დედა ჰქვია, ხოლო მამას - მამა და ამას ვერანაირი პროპაგანდა ვერ შეცვლის“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი