მეფუტკრეოების დარგში არსებული პრობლემები მაჭახლის ხეობის ფერმერებმა სპეციალისტებს გააცნეს. ფერმერების ინფორმაციით, ხეობაში დაახლოებით 2000-მდე ფუტკრის ოჯახია, თუმცა მათი თქმით, გასული წლის მონაცემებით, 20-30 პროცენტი სხვადასხვა მიზეზის გამო დაიღუპა. ისინი ერთ-ერთ მიზეზად მავნებელ-დაავადებებს ასახელებენ. შეხვედრის შემდეგ, დაიგეგმა საფუტკრე მეურნეობიდან სინჯების აღება და მათი ლაბორატორიული შემოწმება, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტო ჩაატარებს. სინჯები სოფლის მეურნეობის სამინსიტროში გადაიგზავნება და საბოლოო დიაგნოზის საფუძველზე რეკომენდაციები გაიცემა.