რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცოლი და სიდედრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. იგი შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
ერთ-ერთი ვერსიით დედა-შვილი მცირეწლოვან ბავშვს ასეირნებდა, რა დროსაც მესამე პირმა მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში.