აშშ არ აპირებს უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორების გაგზავნას - პენტაგონი

21 მაისი 2024, 13:31 386 ნახვა

აშშ არ გეგმავს სამხედრო ინსტრუქტორების უკრაინაში გაგზავნას, ამას სავარაუდოდ, მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ გააკეთებს – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, თავდაცვის მდივნისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მთავარი სამხედრო მრჩეველი, აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალი ჩარლზ ბრაუნი აცხადებს.   

ეს კონფლიქტი როდესაც დასრულდება და ჩვენ უკეთეს ადგილას ვიქნებით, მაშინ შესაძლოა, მოვახერხოთ ინსტრუქტორების დაბრუნება“, – განაცხადა ბრაუნმა.

აშშ-ის 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე ჰყავდა დაახლოებით 150 სამხედრო ინსტრუქტორი უკრაინის ტერიტორიაზე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში