უკრაინის დემოკრატია დასუსტებულია - ბლინკენი

21 მაისი 2024, 13:12 363 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, უკრაინის დემოკრატია დასუსტებულია. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ პლატფორმა "იქსზე" ვრცელდება.

მისივე შეფასებით, პუტინი ცდილობდა უკრაინაში კორუფცია იარაღად გამოეყენებინა.

"უკრაინის დემოკრატია დასუსტებულია. მის მოქალაქეებს აღარ სჯერათ, რომ მათ მთავრობას შეუძლია პასუხისმგებლობის აღება და მათი სისტემის ხარვეზების შიგნიდან გამოსწორება. გასაკვირი არ არის, რომ პუტინი ცდილობდა უკრაინაში კორუფცია იარაღად გამოეყენებინა", - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.  

პარალელურად, ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ უკრაინა ახლა რთულ პერიოდს გადის. მისივე განცხადებით, აშშ-ის დახმარება უკვე გზაშია და გარკვეული თავდაცვითი აღჭურვილობა კვლავ იქნება მიწოდებული უკრაინისთვის.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თქმით, დარწმუნებულია, რომ ეს დახმარება გადამწყვეტი იქნება რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი