შეხვედრა ეუთოს სადამკვირვებლო მისიასთან

21 მაისი 2024, 10:57 418 ნახვა

როგორი ვითარებაა ქვეყანაში არჩევნებამდე  5 თვით  ადრე და რა გამოწვევებია ამ მხრივ? ამ საკითხებზე საპარლამენტო ოპოზიცია, კონკრეტულად  კი ლელოს წევრები ეუთო ოდირის წარმომადგენლებს ესაუბრნენ. შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა, რომლის შემდეგაც დეპუტატებმა თქვეს, რომ მათ მიაწოდეს ინფორმაცია  მიმდინარე პროცესების შესახებ.

საგულისხმოა, რომ  ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის   საჭიროების შემფასებელი მისია დასკვნას ერთ თვეში მოამზადებს.

შეხვედრას ესწრებოდა „ლელოს“ წარმომადგენელი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში  გიორგი სიორიძე , რომელიც აცხადებს, რომ   მისიის წევრებს მიაწოდეს ინფორმაცია ცესკოში მიმდინარე რეფორმების შესახებაც, მათ შორის ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის გაუქმებაზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი