ზემო სვანეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

20 მაისი 2024, 13:25 250 ნახვა

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ზემო სვანეთში.

ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის გზის ეცერის მიდამოებში მსუბუქი ავტომანქანა ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად ადგილზე დაიღუპნენ ამავე სოფლის მკვიდრი ძმები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში