პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დღეს, 09:00 საათიდან დაიწყო და 13 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე – registration.emis.ge.
ბათუმში, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე სკოლებში ვაკანტური ადგილები პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის დაწყებიდან რამდენიმე წამში შეივსო. აჭარაში საყოველთაო რეგისტრაციის დაწყებამდე 1 800 თავისუფალი ადგილი იყო, მონაცემები ამ დრომდე ცვალებადია.
3 ათასზე მეტი ადგილიდან უმრავლესობა რეგისტრაციის პირველ და მეორე ეტაპებზე შეივსო. საყოველთა რეგისტრაცია დღეს დილის 9 საათზე დაიწყო, პროცესი 13 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. აუცილებელი დოკუმენაცია მშობლებმა სკოლებში 14 ივნისიდან უნდა წარადგინონ. აჭარის განათლების სამინიტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეები დაბრუნდებიან ბათუმის მე-16 და ხუცუბნის ახალაშენებულ სკოლებში, ასევე რეაბილიტაცია დასრულდება ბუკნარის სკოლაში.