პარლამენტთან აქცია გრძელდება

18 მაისი 2024, 21:38 482 ნახვა

პარლამენტთან აქცია გრძელდება. საკანონმდებლო ორგანოსთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილები. 

მათი ნაწილი საკანონმდებლო ორგანოსთან მსვლელობით სხვადასხვა ადგილიდან მივიდა.

პროტესტის მონაწილეებმა დაწვეს რუსეთის დროშა.

აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც. 

ამ დრომდე, აქციის ორგანიზატორებს რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეებისთვის სიტყვით არ მიუმართავთ, შესაბამისად, უცნობია რა სამოქმედო გეგმა აქვთ პროტესტის მონაწილეებს.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი