„ჩაერთე რაგბიში 2.0„ - პროექტის ფარგლებში ბათუმის სარაგბო სტადიონზე უკონტაქტო რაგბის ფესტივალი გაიმართა, მასში 8 კლუბის 130-მდე გოგონა მონაწილეობდა.
პარალელურად მიმდინარეობდა შეჯიბრება 15 წლამდე ბიჭებს შორის.
სასკოლო რაგბის ფესტივალს განათლების სამინისტრო და საქართველოს რაგბის კავშირი ერთობლივად ახორციელებს, ასევე პროექტი „მსოფლიო რაგბის„ ერთ წლიანი გრანტის ფარგლებში ხორციელდება, პროექტი აჭარასა და გურიაში სასკოლო რაგბის განვითარებას ისახავს მიზნად.