ისრაელი ღაზაში ოპერაციას განაგრძობს

18 მაისი 2024, 09:44 462 ნახვა

ღაზის სექტორში სამი ისრაელელი მძევლის ცხედარი აღმოაჩინეს - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის შეიარაღებული ძალები ავრცელებს. მათივე ცნობით სამივე გარდაცვლილი „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს მუსიკალურ ფესტივალზე მოკლა, უკან დახევის დროს კი მათი ცხედრებიც გაიტაცეს.

მედიის ცნობით, ერთ-ერთი დაღუპული შანი ლუკია, რომლის ცხედრის ფოტოც „ჰამასის“ მებრძოლთა ავტომობილზე ოქტომბერშივე გადაიღეს და გაავრცელეს.

იდენტიფიცირებულია დანარჩენი ორი ცხედარიც. ბოლო ინფორმაციით, რომელსაც ისრაელი ავრცელებს ჰამასს ამ დრომდე 100-მდე მძევალი ჰყავს და 30-ზე მეტი გარდაცვლილის ცხედარი.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი