კონგრესი საქართველოზე იმსჯელებს

18 მაისი 2024, 10:29 266 ნახვა

საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ, ჰელსინკის  კომისიის ფარგლებში, 4 ივნისს აშშ-ის კონგრესში მოსმენა გაიმართება. ოფიციალურ განცხადებაში, რომელსაც ჰელსინკის კომისია ავრცელებს აღნიშნულია, რომ კანონის ამჟამინდელი მიღება ანტიდასავლური ნაბიჯია. ასევე აღნიშნულია რომ ასეთი კანონმდებლობის ამოქმედება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებს ეწინააღმდეგება.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ევროპარლამენტმა მიანიშნა, რომ გარკვეული პრივილეგიები, რომლითაც საქართველო სარგებლობს ევროკავშირთან, მათ შორის ვიზალიბერალიზაცია, შესაძლოა რისკის ქვეშ დადგეს.

„საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის მხარდაჭერის“ მოსმენის ფარგლებში ჩვენებას, „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი ივანე ჩხიკვაძე, ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი ნატალი საბანაძე და საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი მისცემენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი