პოლიტიკური შეფასებები

17 მაისი 2024, 17:23 390 ნახვა

ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში გამოსული ასობით მოქალაქე პარლამენტის თავმჯდომარისთვის იმის დასტურია, რომ ,,ქართული ოცნების“  მიერ ინიცირებულ კიდევ ერთ სადავო კანონპროექტს მოსახლეობის  დიდი ნაწილი მხარს უჭერს.

საუბარია „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კონსტიტუციურ კანონპროექტზე.  

 სწორედ ამ შეფასების ნაწილში პაპუაშვილმა ისაუბრა ოჯახის სიწმინდისა და მშობლის პატივისცემის დღის მნიშვნელობაზეც, ისევე როგორც ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.

გარდა ამისა პოლიტიკოსებმა უპასუხეს პატრიარქის მოსაყდრესაც,  რომელიც ამბობს, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონს მომხრე და მოწინააღმდეგე ეკლესიაშიც ჰყავს და რომ დაპირისპირება დასაძლევია,  სიყვარულით.  

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი