ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ქაშვეთის ტაძრიდან სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით მსვლელობა დაიწყო

17 მაისი 2024, 14:12 373 ნახვა

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით მსვლელობა დაიწყო.

ქაშვეთთან შეკრებილი სამღვდელოება და მრევლი ახლა საზეიმო ლოცვითი მსვლელობით მიემართებიან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ, სადაც მსვლელობის ბოლოს შესრულდება სამადლობელი პარაკლისი.

მსვლელობაში მონაწილეობს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და დედაქალაქის მერი კახა კალაძე.

თბილისის გარდა, მსვლელობა სხვადასხვა ეპარქიაში ჩატარდა, მათ შორის ქუთაისში, მცხეთაში, რუსთავსა და ბათუმში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი