სასამართლომ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ გიორგი ოკმელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

17 მაისი 2024, 12:40 364 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელის თავდასხმაში ბრალდებულ გიორგი ოკმელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

როგორც ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, ის საკუთარ თავს და აქციის მონაწილეებს იცავდა. მისივე თქმით, აქციის დროს სამართალდამცველები არაპროპორციულ ძალას იყენებდნენ.

დაცვის მხარე გიორგი ოკმელაშვილის 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა.

ადვოკატის თქმით, არსებობს ვიდეომტკიცებულებები, რაც ადასტურებს, რომ ოკმელაშვილს მიზნად ვინმეზე თავდასხმა არ ჰქონია და ის ცდილობდა ნიღბიანი ადამიანებისგან, რომელთაც პოლიციელის აღმნიშვნელი არანაირი ნიშანი არ ჰქონდათ, მოქალაქეები დაეცვა.

საქმის წინა სასამართლო პროცესი 4 ივლის გაიმართება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი