#ევროპისკენ

28 მარტი 2017, 00:00 2363 ნახვა

გიორგი კვირიკაშვილი სტუდენტებთან  მეცნიერებთან და მეწარმეებთან ერთად უვიზო მიმოსვლის ამოქმედებასთან დაკავშირებით ათენსა და ბრიუსელში გაემგზავრა. მან  საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების დღეს ისტორიული უწოდა. ანაკლიიდან პირეოსამდე კეთილდღეობის ახალი ზონა შეიქმნება და გააძლიერებს დასაქმებას, ვაჭრობას, განვითარებას, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ათენში, ქართულ-ბერძნული კონფერენციაზე „საქართველო - ევროპიდან ევროპამდე“ სიტყვით გამოსვლისას.  პრემიერმა აღნიშნა, რომ ის შემთხვევით არ იმყოფება საბერძნეთში და საქართველოსთვის შენგენის ზონის კარიბჭეს სწორედ ათენი წარმოადგენს დაგეგმილია  შეხვედრები პოლიტიკოსებთან. დღის მეორე ნახევარში კი დელეგაცია ბრიუსელში გაემგზავრება. 28 მარტს ისტორიული უწოდეს  აეროპორტში მისულმა  მინისტრთა კაბინეტის წევრებმა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი