პრემიერის ვიზიტი თურქეთში

16 მაისი 2024, 18:01 422 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი თურქეთში დაიწყო. ირაკლი კობახიძემ ანკარაში თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებლისა და მისი პირველი პრეზიდენტის, ათათურქის ხსოვნას პატივი მიაგო და მისი მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ამ წუთებში მიმდინარეობს  ირაკლი კობახიძის და რეჯეფ თაიპ ერდოღანის ორმხრივი შეხვედრა. რის შემდგომაც დაგეგმილია მედიისთვის ერთობლივი განცხადება, რომელსაც პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში