სლოვაკეთის პრემიერ მინისტრი რობერტ ფიცოზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. პრემიერი მთავრობის სხდომის შემდეგ შეხვედრის ადგილს ტოვებდა, როცა მას ცეცხლი გაუხსნეს.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლუბოს ბლაჰამი ადასტურებს, რომ ფიცო ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. თვითმხილველი ამბობს, რომ მან გაიგონა რამდენიმე გასროლის ხმა და დაინახა, თუ როგორ დააკავა პოლიციამ ეჭვმიტანილი.
უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა ეჭვმიტანილი ავტომობილში ჩასვეს და წაიყვანეს. პრემიერ-მინისტრი საავადმყოფოშია გადაყვანილი.