ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები ბორის სილევისი და კერსტინ ლანდგრენი საქართველოს ეწვევიან და 28-30 მარტს მონიტორინგს განახორციელებენ. მათი ვიზიტის მთავარი ფოკუსი ქვეყანაში პოლიტიკური კლიმატისა და პლურალიზმის შესწავლა იქნება. განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პერიოდში, ასევე ახალი მთავრობის პრიორიტეტები და საკონსტიტუციო და სასამართლო სისტემის რეფორმა. ევროპის საბჭოს თანამომხსენებლები, ასევე, დააკვირდებიან ახალი მთავრობის პრიორიტეტებსა და სასამართლო რეფორმის მიმდინარეობას.