ბათუმის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავენ

15 მაისი 2024, 14:44 438 ნახვა

ბათუმის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავენ. ახალგაზრდები დღეს ბათუმის ცენტრალური პარკის შესასვლელთან შეიკრიბნენ და კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირეს. 

აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციები გაგრძელდება, სანამ პარლამენტი უკან არ გაიწვევს გუშინ მიღებულ კანონს.

აქციაზე შეკრებილები აცხადებენ, რომ კანონპროექტი  საფრთხეს უქმნის ევროპულ მომავალს და ქვეყნის საგარეო კურსს.  მათივე შეფასებით, კანონპროექტი არის რუსული, მათი არჩევანი კი ევროპაა.

ისინი გმობენ ძალადობის ფაქტებს, რომლებიც ბოლო პერიოდში აქციის მონაწილეების მიმართ ფიქსირდება.

აქციის მონაწილეები მსვლელობით ჯერ ბათუმის მეორე საჯარო სკოლასთან მივიდნენ, მოგვიანებით კი პირველ სკოლასთან გადაინაცვლეს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი