სახალხო დამცველის აპარატის განცხადება

15 მაისი 2024, 10:26 347 ნახვა

სახალხო დამცველის რწმუნებულები თბილისის სამ იზოლატორში აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულებს შეხვდნენ. ჯამში 16 პირს.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით,   სამი  მიუთითებს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებასა და  არასათანადო მოპყრობაზე.  რაც უკვე  აცნობეს სპეციალურ  საგამოძიებო სამსახურს, ეფექტიანი გამოძიების ჩასატარებლად.

გარდა ამისა განცხადებაში ნათქვამია, რომ არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს ლაზარე გრიგორიადისი, რომელსაც სახალხო დამცველის რწმუნებულების ინფორმაციით, ვიზუალურად აღენიშნება ნაკაწრები, შეშუპება, სიწითლე. 

სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს სხვა დაკავებულების ადგილსამყოფელის დადგენას, მათი მონახულებისა და უფლებების დარღვევის ფაქტების იდენტიფიცირების მიზნით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი