სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადება

15 მაისი 2024, 10:02 412 ნახვა

სამართალდამცველების მხრიდან დავით ქაცარავას მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

სისხლის სამართლის დანაშაულზე მოკვლევა უწყებამ დაზარალებულის მეუღლის მიერ ცხელ ხაზზე დაფიქსირებული ზარის შემდეგ დაიწყო. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მომხდარი ფაქტის შესასწავლად, სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად.

განმარტავენ, რომ დანაშაულის შემცველ ყველა შეტყობინებაზე გამოძიება დეტალურ შესწავლას იწყებს, მათ შორის ტარდება ექსპერტიზა, ვიდეო კამერის ჩანაწერების ამოღება, მათი დეტალური შესწავლა და დამნაშავე პირების ვინაობის დადგენა.

დავით ქაცარავას განცხადებით, თვალბუდის ძვალი აქვს ჩამტვრეული, ასევე ზედა ყბა, ტვინის შერყევა საკმაოდ მძიმე ფორმის და სერიოზული ჰემატომები აღენიშნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი