სამი საათი ვიზალიბერალიზაციამდე 

27 მარტი 2017, 00:00 2137 ნახვა

ევროპისკენ უვიზოდ სტუდენტებთან, მეცნიერებთან, მთავრობის წევრებთან და მედიის წარმომადგენლებთან ერთად ერთ-ერთი პირველი საქართველს პრემიერ-მინისტრი გაემგზავრება. გიორგი კვირიკაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უძველესი ცივილიზაციის დედაქალაქში - ათენში, მოგვინებით კი ბრიუსელში გაემგზავრება. კვირიკაშვილი საბერძნეთში კონფერენციას გახსნის, პრესკონფერენციას გამართავს და ახალგაზრდებთან ერთად ათენის აკროპოლისსაც დაათვალიერებს. იმავე დღეს, საქართველოს დელეგაცია ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც საქართველოს მთავრობის მეთაური ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი