სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პლენარულ სხდომაზე

14 მაისი 2024, 15:15 449 ნახვა

ერთი ნაბიჯი გამჭვირვალობის კანონპროექტის კანონად ქცევამდე, დღეს მესამე მოსმენით პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს კანონპროექტი გამჭვირვალობის შესახებ. სხდომაზე დილიდან ისმის კრიტიკა, ძირითადად ოპოზიციის მხრიდან.  

ხელისუფლების ოპონენტების მტკიცებით, ქვეყანა ისტორიული არჩევანის წინაშეა, რომ კანონპროექტი ტესტია, ვიქნებით თუ არა ევროპული ოჯახის წევრი.   

ურჩევენ გაითვალისწინონ ასობით მოქალაქის ხმა, ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებები და კანონპროექტი უკან გაიწვიონ. არც დღევანდელი სხდომა ყოფილა გამონაკლისი და ხმაურიანი კანონპროექტის განხილვას ისევ მოჰყვა კამათი, დაპირისპირება, მათ შორის ფიზიკური და სიტყვიერი.

დეპუტატები ერთმანეთს წარსულს ახსენებენ, რასაც მოსდევს მათივე უკმაყოფილება, რაც ჩხუბში გადაიზარდა. 

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი