სადავო გასტროლი

27 მარტი 2017, 00:00 3372 ნახვა

მოქალაქეთა ნაწილი ენვერ ხაბაძის სახელობის ქორეოგრაფიული ანსაბლის რუსეთში დაგეგმილი გასტროლის გაუქმებას აპროტესტებს. მათი თქმით,  კონცერტი პოლიტიკური გადაწყვეტილების საბაბით გადაიდო. ენვერ ხაბაძის შვილიშვილი  ჯაბა სალუქვაძე აცხადებს, რომ პოლიტიკა ხელოვნებისგან  გამიჯნული უნდა იყოს. ჯონი საბაშვილი პოლიტიკურ გადაწყვეტილებას გამორიცხავს და აცხადებს, რომ გასტროლის შესახებ, რომელსაც რუსული მხარე აფინანსებდა მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმება არსებობდა და საბოლოო გადაწყვეტილება მერს უნდა მიეღო. მერიაში კი განმარტავენ, რომ ბრძანებაზე ხელი გიორგი ერმაკოვს არ მოუწერია და ამას არც აპირებდა. ბათუმის  კულტურის ცენტრის ენვერ ხაბაძის სახელობის სახელწიფო ქორეოგრაფიული ანსაბლის კონცერტი რუსეთის 15 ქალაქში უნდა გამართულიყო.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი