სახალხო დამცველის აპარატი მიმდინარე საპროტესტო აქციებზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

13 მაისი 2024, 11:43 377 ნახვა

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ომბუდსმენის აპარატი მიმდინარე საპროტესტო აქციებზე განვითარებულ მოვლენებს მუდმივ რეჟიმში ადევნებს თვალს და მათი რწმუნებულები კვლავ აგრძელებენ დაკავებულთა მოძიებას მათთან გასაუბრების მიზნით - ამის შესახებ განცხადებას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

„სახალხო დამცველის აპარატი მუდმივ რეჟიმში ადევნებს თვალს მიმდინარე საპროტესტო აქციებზე განვითარებულ მოვლენებს.

სახალხო დამცველის რწმუნებულები კვლავ აგრძელებენ დაკავებულთა მოძიებას მათთან გასაუბრების და მათი ფიზიკური მდგომარეობისა თუ დაკავების პირობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

განხორციელებული ვიზიტებისა და შედეგების შესახებ პერიოდულად მოვახდენთ საზოგადოების ინფორმირებას.

უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი - 14 81 - მუშაობს 24 საათიან რეჟიმში“,- ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი