თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქცია დასრულდა

11 მაისი 2024, 23:19 510 ნახვა

თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქცია, რომელიც, დაახლოებით, 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა დასრულდა. პროტესტის მონაწილეები ტერიტორიას ტოვებენ.

დედაქალაქის სამი ლოკაციიდან დაძრული „ევროპის მარშის“ მონაწილეები, ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია გამართეს.

სპეციალურად მოწყობილი სცენიდან შეკრებილ მოქალაქეებს, ორგანიზატორებმა მიმართეს.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა, ხვალ, პარლამენტთან ღამის გათენება დაანონსეს. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ორშაბათს, 13 მაისს დეპუტატებს პარლამენტში შესვლისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვის შესაძლებლობას არ მისცემენ.

ორგანიზატორების მიერ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ საკანონმდებლო ორგანოს წინ, ხვალ, 22:00 საათზე შეკრება იგეგმება.

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით უნდა განიხილონ, 13 მაისს, 9:00 საათზეა ჩანიშნული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი