საინფორმაციო სააგენტო for.ge მორიგ ჩანაწერებს ავრცელებს. მასალის ავთენტიკურობა დადგენილი არ არის.
სააგენტოს მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ ფარულ ჩანაწერებში აქტივისტი გიორგი მოსიაშვილი ერთ-ერთ პირს ესაუბრება და შენობების პიკეტირებას ახსენებს.
"მაგისთვის ვაგროვებთ ამ ადამიანებს, რომ აი, რავი, დაუმორჩილებლობა, საბოტაჟი... აი, ამისთვის ვაგროვებთ ამ ადამიანებს, ვინც, რავი, ყველაფერზე წამსვლელები არიან. ყველაფერზე, ადამიანის მოკვლაზე და ეგეთ რაღაცებზე. ხალხმა უნდა დაინახოს, რომ ვაფუჭებთ რაღაცებს, ვატრაკებთ, ვაპიკეტებთ, საბოტაჟი, დაუმორჩილებლობა. ცოტა ხანში ვაპირებთ, გმირთა მოედანი გავჭედოთ. ესტაკადებზე ავიდეთ და იქ დავდგეთ. გმირთა მოედანი უმნიშვნელოვანესი კვანძი არის ტრანსპორტის ტრაფიკის თვალსაზრისით რა, ეგ რომ გავჭედოთ..." - ისმის გავრცელებულ ვიდეოში.
თანამოსაუბრე: ხოდა პარალელურად, სადმე რომ აირიონ მიხვდი?
გიორგი მოსიაშვილი: "დაგეგმილი გვაქვს იდეაში ეს. ბევრი ადამიანი იმიტომ გვინდა, რომ ერთდროულად 10-15 შენობის პიკეტირება მოვახდინოთ. ფიზიკურად არ ეყოფათ ძალა რა. მერე შენობასთან რომ მიხვალ და პოლიცია აღარ დაგხვდება, შეხვალ და შეხვალ რა. იქ ფიზიკურად არ ეყოფათ ძალა პოლიციას. ახლა ოთხი დაცვის თანამშრომელი რას მიზამს. მოვიდნენ და მერე იმასქნან, გამოგვყარონ. ეს რომ ახლა გამაკეთებინა, ეს რომ ძალიან მალე გამაკეთებინა, ჩათვალე, რომ იმ 10 ათას კაცს 100 ათასი დაემატება, უკვე რევოლუციაა“.