"არა რუსულ კანონს" - ამაზე უკვე როგორც ოპოზიცია ასევე მმართველი გუნდი თანხმდება, თუმცა ამ მოსაზრების მიღმა არსებობს პოლიტიკური ბრალდებები და კრიტიკა.
მმართველი გუნდი, გამჭვირვალობის კანონპროექტს ქართულს უწოდებს, ოპოზიცია კი რუსულს. ხელისუფლება მეტ კონკრეტიკას ითხოვს და ზედაპირულ პროპაგანდაში ადანაშაულებს ოპონენტებს, თავის მხრივ ოპოზიციური სპექტრი კი იმ შესაძლო რისკებზე ამახვილებს ყურადღებას რომელიც შესაძლოა კანონის ამოქმედების შემთხვევაში იგრძნოს ქვეყანამ.