79 წელი ფაშიზმზე გამარჯვებიდან | ქედა

09 მაისი 2024, 14:08 239 ნახვა

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს ქედაში. 26 მაისის პარკში შეკრებილებმა მეორე მსოფლიო ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

ანსამბლმა "ელესამ" შეასრულა საგალობლები. ღონისძიება გაიმართა სოფელ წონიარისის გმირთა მემორიალთანაც.

მეორე მსოფლიო ომში ქედიდან, 721 ადამიანი იბრძოდა, მათი უმრავლესობა უკან არ დაბრუნებულა.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში