,,ომს გამართლება არ აქვს“ - ასე ამბობენ ომის მონაწილე ვეტერანები, რომლებიც ბათუმში ლეგენდარული კაპიტნის ანატოლი კაჭარავას საფლავზე შეიკრიბნენ და მთავრობის წევრებთან ერთად მის ხსოვნას პატივი მიაგეს.
მეორე მსოფლიო ომის მებრძოლისა და შორეული ნაოსნობის კაპიტნის საფლავი დღეს ყვავილებით შეამკეს და ომის ის ფრაგმენტები გაიხსენეს, რომელშიც კაპიტანი კაჭარავა მონაწილეობდა.
ანატოლი კაჭარავა 1982 წელს გარდაიცვალა. იგი ამავდროულად არის საქართველოს საზღვაო სანაოსნოს დამფუძნებელი.