ხანძარი ბათუმში- ოძელაშვილის ქუჩაზე კორპუსის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა

27 მარტი 2017, 00:00 3333 ნახვა

ხანძარია ბათუმში, ოძელაშვილის #11 საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულის სახურავს ცეცხლი ცოტა ხნის წინ გაუჩნდა. როგორც, ერთ-ერთი ადგილობრივი გვეუბნება მათ ცეცხლის გაჩენიდან რამდენიმე წუთში საცხოვრებელი სახლების დაცლა მოსთხოვეს. შემთხვევის ადგილზე სახანძრო - სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა მუშაობს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟი და სასწრაფო სამსახურის ბრიგადა. ხანძარი ბათუმში- ოძელაშვილის ქუჩაზე კორპუსის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა

ამავე კატეგორიაში