შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს მართავს.
ამ წუთებში იოჰან ფორსელი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს ხვდება. მანამდე კი შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან.
დღესვე დაგეგმილია მისი შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან.