აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერის განცხადება კიდევ ერთი საფუძველი გახდა ოპოზიციას ხელისუფლებას ანტიეროვნულ ქმედებებში დაედანაშაულებინა.
მათი განცხადებით, ქართული ოცნება არათუ საქართველოს მოქალაქეების, არამედ არც ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის აზრს ითვალისწინებს და ამით ქვეყანას დასავლეთს კიდევ უფრო აშორებს.
ოპოზიცია ღიად საუბრობს იმ განსხვავებებზეც, რომლებსაც ამერიკულ და ქართულ კანონებს შორის ხედავენ.
არ ცოდნა ან სიცრუე - ასე აფასებს მილერის განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობა. მათი მტკიცებით მეთიუ მილერის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება,რადგან ფარას რეესტრში არაერთი პირია მოხვედრილი,რომელიც არც ხელისუფლებას და მათ შორის არც მთავრობას არ წარმოადგენს.