საპროტესტო აქციები

07 მაისი 2024, 09:51 227 ნახვა

ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები გრძელდება. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქცია თბილისში დღეს საღამოსაცაა დაგეგმილი. ბათუმში ახალგაზრდები შეკრებას 9 მაისს გეგმავენ, ამის შესახებ მათ გუშინდელ აქციაზე განაცხადეს.

საპროტესტო მსვლელობა ბათუმში შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყეს, აქციის მონაწილეები მსვლელობით მივიდნენ  გმირთა ხეივანში 9 აპრილის მემორიალთან, ასევე პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს აგვისტოს ომის მემორიალთან.

გვიან ღამით დასრულდა საპროტესტო აქცია თბილისშიც.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში