„ფრაგმენტები“ - ყარსის ხელშეკრულება

05 მაისი 2024, 20:15 948 ნახვა

წლებია აჭარის ტელევიზიის მაყურებელი ჩვენი ეთერით თურქეთში მცხოვრებრ ეთნიკური ქართველების, ჩვენებურებისა და მუჰაჯირების ისტორიას ეცნობა.  როგორ ცხოვრობენ, როგორ მოიტანეს დღემდე ქართული ენა და ადათ-წესები, რომელიც  წინაპრებისგან გადაეცათ.

ეთნიკური ქართველების ქრონიკების ნახვა ახლა უკვე სპეციალური  რუბრიკის  „ფრაგმენტების“ საშუალებით შეგეძლებათ, რომელიც თვეში ერთხელ კვირას, საინფორმაციო გამოშვება „მთავარში“ გავა.

ჩვენ გაგაცნობთ ქართველებს, რომლებიც არამხოლოდ ინარჩუნებენ ქართულ ტრადიციებსა დ ენას, არამედ ქმნიან ისტორიას თავიანთ, პატარა საქართველოში. ჩვენი ეთერით იხილავთ ასევე ფრაგმენტებს ფერეიდნელი  და ჩვენი ქვეყნის მიღმა მცხორები სხვა ქართველების  ყოფის შესახებაც. რუბრიკის პირველი თემა ყარსის ხელშეკრულებაა.

ქართველი მაყურებელი მთავარის ეთერის საშუალებით პირველად იხილავს იმ შენობას, სადაც ზავი დაიდო.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი