მართლმადიდებელი სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს

05 მაისი 2024, 01:11 434 ნახვა

მართლმადიდებელი სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს.

იერუსალიმის მაცხოვრის ტაძარში, დიდ შაბათს, წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა, მორწმუნეებისთვის, ქრისტეს აღდგომისა და უფლის მოწყალების ნიშანია.

სააღდგომო ლიტურგია ქვეყნის, თითქმის, ყველა მოქმედ ტაძარში გაიმართა. სააღდგომო ლიტურგია ბათუმის სამების ეკლესიაშიც მიმდინარეობს.

სააღდგომო ლიტურგია გაიმართა, თბილისში, სიონის ტაძარში, სადაც შეკრებილ მრევლს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე გააცნეს.

სიონის ტაძარში მიიტანეს იერუსალიმიდან ჩარტერული რეისით ჩამოტანილი წმინდა ცეცხლი.

აღდგომის ტაძარში, წმინდა ცეცხლი, თბილისის დროით, წელს, 15:13 საათზე გადმოვიდა. 

ზეციური ცეცხლი, იერუსალიმის აღდგომის ტაძარში, პირველად, III საუკუნეში გადმოვიდა.

წმინდა სახარების მიხედვით, იესო ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად და ცოდვებისგან გამოსასყიდად განკაცდა, ჯვარს ეცვა და მესამე დღეს აღდგა. ბიბლიური ლიტერატურის თანახმად, უფლის აღდგომით ადამიანისთვის სამოთხის კარი, კვლავ, გაიღო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში