მომლოცველები ვია დოლოროსას გზას გადიან

03 მაისი 2024, 12:08 386 ნახვა

დღეს წითელი პარასკევია – ყველაზე მძიმე დღე კაცობრიობის ისტორიაში. ტაძრებში წირვა არ აღევლინება და სრულდება გარდამოხსნის წესი. 

ამ დღის სიმძიმე განსაკუთრებით იგრძნობა წმინდა მიწაზე, იერუსალიმში, სადაც მაცხოვარი ჯვარს აცვეს. ტრადიციულად მომლოცველები ვია დოლოროსას გზას გადიან. ისრაელსა და ჰამასს შორის არსებული დაძაბულობის გამო წელს იერუსალიმში ჩასვლა უმრავლესობამ ვერ მოახერხა.

წმინდა მიწაზე იმყოფებიან პილიგრიმები საქართველოდანაც. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში