57 მოქალაქეს სტატუსი შეუჩერდა

24 მაისი 2016, 00:00 3654 ნახვა

ქედის მუნიციპალიტეტში მთის კანონის ამოქმედებიდან დღემდე, მაღალმთიანეთში მცხოვრების სტატუსს მინიჭებულ  57 მოქალაქეს სტატუსი შეუჩერდა. კომისიის თავმჯდომარე, მიზეზს სიკვდილიანობასა და რეგისტრაციის ცვლილებას უკავშირებს, აგრეთვე ცვლილება ეხება სტუდენტებსაც. სტუდენტი, რომელიც სწავლის პერიოდში მთას ტოვებს, სტატუსი დროებით უჩერდება. ქედაში, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის მიზნით შექმნილი სათათბირო ორგანოს მეცხრე სხდომა გაიმართა. ამ დროისთვის ქედაში რეგისტრირებული 17 ათას მცხოვრებიდან  მთაში ცხოვრების სტატუსი 14 ათას 292 მოქალქეს მიენიჭა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში