რუსებმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანეს, კერძოდ, მტერმა „ნოვა ფოსტას“ საფოსტო განყოფილებას დაარტყა, დაშავებულია 14 ადამიანი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ კიპერზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, იერიშის შედეგად საფოსტო კომპანიის საწყობში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის ლიკვიდაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.
„რუსეთის მიერ ოდესაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, კერძოდ, საფოსტო საწყობები. ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი“, – განაცხადა ოდესის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ კიპერმა.