პარლამენტთან, 9 აპრილის ქუჩის მხარეს, პოლიციის კორდონია განლაგებული, რომლის უკან სპეცდანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის მანქანა დგას.
გადაკეტილია რუსთაველის გამზირი. აქციის მონაწილეები შეკრებილები არიან პარლამენტის წინ და უკანა შესასვლელთან.
აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა იყო.
საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი.
სპეცრაზმი და პოლიცია მობილიზებულია პარლამენტის შიდა ტერიტორიაზეც.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ პარლამენტის შესასვლელ-გამოსასვლელებთან განთავსდება პოლიციის კორდონები, ხოლო, აქციის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, პროტესტი გამოხატონ რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინა და უკანა შესასვლელთან.
რუსთაველის გამზირზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა შეკრება 17:00 საათიდან დაიწყეს. პარლამენტის შენობის წინ, დამონტაჟებულია სცენა, საიდანაც ორგანიზატორები შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ. დღევანდელ აქციას, მოქალაქეები, რეგიონებიდანაც უერთდებიან.